სიახლეები

10:08 / 28 ივლ. '20
შინმოვლის განვითარება საქართველოში

23- 24 ივლისს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით ბორჯომში გაიმართა შეხვედრა პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ პარტნიორებთან.
 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ექთნებისა და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საქართველოს კარიტასის პროგრამის მენეჯერმა გაიოზ ყუბანეიშვილმა მონაწილეებს ახალი შინმოვლის პროექტის (2021-2023 წლები) ამოცანები გააცნო.

© Copyright 2020 College Panacea