15:41 / 26 აგვ. '19 ამა წლის, 24 აგვისტოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. რომელიც პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას შეეხებოდა. შეხვედრას საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე და დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე ესწრებოდა. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაში ჩართული კერძო პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა , პროგრამის გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაკიძეს მიაწოდეს. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.
|