მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს , საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეა“-სა და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში, ასევე ხელს შეუწყობენ ერთმანეთის საქმიანობის პოპულარიზაციას.