ბაკურიანში, 15-18 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“. ტრენინგზე ცენტრის წარმომადგენლებმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების რეკომენდაციების პროექტი, მასში შესატანი ცვლილებები და დამატებების მომზადება-გათვალისწინების საკითხები. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ წარმომადგენლებმა: დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძემ და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა დალი კალაძემ.