2017 წლის 20 ივნისს, უფლისციხეში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა მეორე კონფერენცია ასოციაციის წევრი დაწესებულებების მონაწილეობით, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
კონფერენციაში მოხსენებით წარსდგა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას მასწავლებელი ქ-ნი ქეთევან გარსევანიშვილი, თემით „მოდულური სწავლების უპირატესობანი“ და სტუდენტი გიორგი ხატიაშვილი თემით - თანამედროვე ტექნოლოგიბი სტომატოლოგიაში (თემის ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი).