09:25 / 07 მარ. '17 შეხვედრა პროფესიული განათლების ექსპერტებთან 2 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები პროფესიული განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტებისათვის 2017 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის ახალი წესის გაცნობას. შეხვედრას საზოგადოებრიცი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (განათლების ექსპერტი) ქ-ნი დალი კალაძე ესწრებოდა.
|