სიახლეები

12:10 / 21 თებ. '17
კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმი

 2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი. ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო გომელაურმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2015-2016 წლების ანგარიში.

ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონმა მარიამ ჯაშმა.
ფორუმზე მოხდა გამგეობის წევრთა არჩევა.
ფორუმზე ასევე მოხდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. ასოციაციის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი ბერაია, ვიცე პრეზიდენტად კი საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია ჩიხლაძე და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე. დასასრულს ასოციაციის წევრ კოლეჯებს მათ შორის საზოგადოებრივ კოლეჯ ანაცეას 2015-2016 წლებში ჩატარებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის გადაცათ სერტიფიკატები.

© Copyright 2020 College Panacea