21 ივლისს საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ უმასპინძლა პროექტ “მეწარმეობის სწავლება პროფესიულ კოლეჯებში“-ს წარმომადგენელს მარიამ ზალდასტანიშვილსა და ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენელს თამთა მარიდაშვილს. სტუმრებმა დასვეს შეკითხვები, როგორ ხორციელდება მოდულური პროგრამა „პრაქტიკოსი ექთნის“ ფარგლებში მოდული „მეწარმეობის“- ს სწავლება და ასევე დაინტერესდნენ ზოგადად პროფესიული განათლების გამოწვევებითა და განსაკუთრებით, კერძო პროფესიული კოლეჯების პრობლემებით.