სიახლეები

12:08 / 11 ნოე. '13
სამუშაო შეხვედრა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“

2013 წლის 8 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზეარაფორმალური განათლების აღიარება“. შეხვედრას ესწრებოდნენ ETF-ის ექსპერტი დევიდ ჰენდლი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის უფროსი მარინა ჟვანია და საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის ექსპერტი ნანი დალაქიშვილი, ასევე საჯარო და კერძო კოლეჯის წარმომადგენლები.

   შეხვედრა ევროპის სატრენინგო ფონდის მენეჯერმა საქართველოში, ედუარდა კასტელ ბლანკომ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე განხილულ იქნა არაფორმალური განათლების აღიარების მიდგომები და საპილოტე მაგალითები, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე. შეხვედრაზე განისაზღვრა „არაფორმალური განათლების აღიარებისშემდგომი ნაბიჯები.

© Copyright 2020 College Panacea