საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მექანიზმების პილოტირება დაიწყო. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია ახორციელებს პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მექანიზმების პილოტირებას, რომელშიც ჩაერთო საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა. მიმდინარე წლის 9 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ეწვია კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენელი …
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი საგაზაფხულო მიღების პროფესიული სტუდენტებისათვის. პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეჯის ადმინისტრაციას შორის შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კოლეჯის მისია, ხედვა, ღირებულებები, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან …
მიმდინარე წლის ივლისის თვეში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო საქმის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდები (თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი). პრაქტიკული კომპონენტი ჩატარდა სიმულაციურ გარემოში, გამოცდას ესწრებოდნენ კლინიკებიდან მოწვეული დარგის სპეციალისტები. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ულოცავს კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით …
მიმდინარე წლის 10-11 ივნისს საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტები ეწვივნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, სადაც პროფესიულმა სტუდენტებმა დაათვალიერეს უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები, უძველესი სამედიცინო იარაღები, ხელნაწერები და მედეას ეპოქის მედიცინის მასალები. ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და სიურპრიზებით სავსე — …
მიმდინარე წლის 12 ივნისს, საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – ფარმაცია (სააფთიაქოს) სტუდენტებისთვის გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შპს იმპექსფარმას ფარმაკოლოგიურ საწყობში. სტუდენტებს შეხვდნენ შპს იმპექსფარმას წარმომადგენლები და შეხვედრის ფარგლებში მოისმინეს პრეზენტაცია კომპანიის შესახებ, დაათვალიერეს ფარმაკოლოგიური საწყობი, ასევე ჩატარდა სახალისო …
მიმდინარე წლის 7 მაისს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა – „მხიარული სტარტები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიულმა სტუდენტებმა. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა განსაკუთრებულ მადლობას უხდის კერძო კოლეჯების ასოციაციას და მიესალმება სპორტული ღონისძიებების აქტიურ დანერგვას სტუდენტურ ცხოვრებაში, რაც მნიშვნელოვანად შეუწყობს …
მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ფეხბურთის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სპორტულ ფესტივალში და აღმოსავლეთ ლიგის 1/8 ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის“ სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის “ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სპორტის …
მიმდინარე წლის 4 მარტს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული სტუდენტებისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ჩატარდა საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგი თემაზე: „დიეტები და წონის კლება – დაფარული სიმართლე სასწორის მიღმა“. ლექცია წარადგინა ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებულმა ნუტრიციოლოგმა და საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრმა …
მიმდინარე წლის 13 მარტს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრად ეწვია უნგრეთის საელჩოსა და უნგრეთის პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს ჩვენი სასწავლო პროგრამების მიმართ და განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება საექთნო საქმის მიმართულებაზე. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და …
მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში სტუმრად იყვნენ კომპანია ავერსის წარმომადგენლები. სტუმრობის მიზანი იყო ფარმაციის პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა და დასაქმების პროგრამის გაცნობა. ავერსის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი კითხვა-პასუხის და ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ პროფესიულ სტუდენტებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.










