
სპორტული ფესტივალი
მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ფეხბურთის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სპორტულ ფესტივალში და აღმოსავლეთ ლიგის 1/8 ფინალში გამარჯვება მოიპოვა.
ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის“ სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის “ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სპორტის პოპულარიზაციას პროფესიულ სტუდენტებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას და კოლეჯებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მიესალმება პროფესიულ სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას და მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს











