
სასწავლო ვიზიტი გრეგორიანას პონტიფიკურ უნივერსიტეტში – იტალიის დედაქალაქ რომში
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი გრეგორიანას პონტიფიკურ უნივერსიტეტში – იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც გაიმართა ტრენინგი თემაზე “ეფექტური ლიდერობის სტრატეგიები და მათი გამოყენება სასწავლო გარემოში.”
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.
მონაწილეებს გადაეცათ უცხოენოვანი სერტიფიკატი.








