
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს ზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელმა, თათია იაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ლატვიის უნივერსიტეტის N1 სამედიცინო კოლეჯის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და წარადგინა პრეზენტაცია ” ფარმაცევტული ზრუნვა საქართველოში”.
კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ფარმაცია(სააფთიაქო)-ს ხელმძღვანელი ინგა ბაქრაძე და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი დალი კალაძე.







