სიახლეები

12:49 / 14 მაი. '13
შეხვედრა სოაციალურად დაუცველ მოსწავლეებთან

2013 წლის 10 მაისს საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილე და კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე, ასევე კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ერაძე, კოლეჯი ორიენტირის დირექტორი სოფო მაჭარაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მიშა კორძახია და აღმასრულებელი დირექტორი კოტე ნანობაშვილი პროფორიენტაციის ღონისძიებათა ფარგლებში შეხვდნენ ასოციაცია "გენეზისის" სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები პროფესიული განათლების არსსა და მნიშვნელობაზე, პროფესიებსა და დასაქმების პერსპექტივებზე. კოლეჯების წარმომადგენლებმა მოსწავლეები გაცნობითი ვიზიტით მიიწვიეს თავიანთ კოლეჯებში. ასოციაციები ერთობლივ ძალისხმევას გამოიყენებენ მოსწავლეებისათვის პროფესიის სწავლებისა და მათი დასაქმებისათვის.

© Copyright 2020 College Panacea