გალერეა
24 მაისი 2013
კურსდამთავრებულთა კვლევის პილოტირება

 

მთავარი
სიახლეები
13:24 / 26 თებ. '13
კერძო კოლეჯების ფორუმი
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ გახლდათ ერთ–ერთი ორგანიზატორი, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ გამართული კერძო კოლეჯების ფორუმისა. ფორუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო. ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია, ჰამბურგის უწყვეტი განათლების ასოციაციის პრეზიდენტი იენს გერტნერი, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ერაძე, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი ეკა ლუაშვილი. ფორუმში მონაწილე კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს პროფესიული განათლების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს, იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის ერთობლივ გზებსა და სტარატეგიული განვითარების ეფექტურ მეთოდებზე.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-03-11 08:58:34