გალერეა
28 სექტემბერი 2018
„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“

 

მთავარი
სიახლეები
14:16 / 13 დეკ. '12
ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო ”ვერე პალასში” თემაზე - ”ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  

აღნიშნული პროექტი  ევროკავშირის სექტორული დახმარების პროგრამის ”პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორული მხარდაჭერა საქართველოში” ტექნიკური დახმარების კომპონენტს წარმოადგენს და მისი ბიუჯეტი  2 მილიონ ევროს შეადგენს.

ტექნიკური დახმარების პროექტი  ორ კომპონენტს მოიცავს. პირველი კომპონენტი პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებას, ხოლო მეორე კომპონენტი - პროფესიულ განათლებაში ჩართული მხარეების შესაძლებლობების ამაღლებას უკავშირდება.

”ვერე პალასში” გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები,  სოციალური პარტნიორები, საჯარო  და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2018-12-24 13:10:37