გალერეა
16 თებერვალი 2015
მასწავლებელთა ტრენინგი მოდულურ პროგრამებთან დაკავშირებით

 

მთავარი
სიახლეები
13:51 / 14 დეკ. '12
საკოორდინაციო შეხვედრა პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო კოლეჯების, მათ შორის "საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას",  პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციების, სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების დაფინანსების არსებული მოდელის ხარვეზებს და ახალი მექანიზმების ფორმირების საკითხი დაისვა. საერთაშორისო ექსპერტმა, რომელიც საქართველოში გერმანიის ტექნიკური დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით იმყოფება და პროფესიული განათლების სფეროს დაფინანსების არსებული სისტემა შეისწავლა, საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.

მომავალი წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით პროფესიული განათლების დაფინანსების ალტერნატიული გზების განხილვას  გეგმავს და შეთანხმების შემთხვევაში, ახალი  მოდელის დანერგავსა  და ამოქმედებას უზურნველყოფს.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07