გალერეა
10 დეკემბერი 2012
ბიზნესის მეორე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია

 

მთავარი
სიახლეები
01:15 / 10 დეკ. '12
საქველმოქმედო საღამო "ბოულინგ ცენტრში"

9 დეკემბერს თბილისი ცენტრალში, ბოულინგ ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისთვის საქველმოქმედო საღამო სახელწოდებით ,,ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ"–გაიმართა. ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი და სპონსორი საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ იყო. კოლეჯის სტუდენტებმა სპეციალურად მოწვეულ სტუმებთან ერთად–(თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი,კომედი შოუ,კერძო სკოლები) ბავშვების გამხიარულება და ღონიძიებაში აქტიური მონაწილეობა გადაწყვიტეს. ბოულინგის თამაშის შემდეგ,ყველამ ბილიარდის მაგიდებთან გადაინაცვლა,ცოტა ხანში კი საშუალება მოგვეცა შესანიშნავი ,,ტამტამ–შოუს" მოსმენისა,რომელიც მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებისთვის გამართეს. საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ არა მხოლოდ ახლა, მომავალშიც გააგრძელებს ამ ტიპის აქციების მხარდაჭერას და მაქსიმალურად ეცდება საკუთარი რესურსების გამოყენებით ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში...

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13