სიახლეები

19:13 / 26 იან. '20

საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი 50$ მლნ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის. „უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ (Skills for Better Jobs Sector Development Program) აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად შემუშავდება და მისი განხორციელება 2020 წლის ბოლოს დაიწყება. პროგრამა ორიენტირებული იქნება განათლების სექტორში უნარების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სხვადასხვა მექანიზმებით კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე განათლების სისტემაში. პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული უნარების განვითარება და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სისტემური მიდგომის დანერგვა. განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ დაფარვასა და სისტემის ინკლუზიურობაზე გაკეთდება.

  • პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავების მიზნით აზიის განვითარების ბანკის და მისი საკონსულტაციო ირლანდიული კომპანიის ექსპერტები საქართველოში იმყოფებოან და ხვდებიან მთავრობის, კერძო სექტორისა და განათლების წარმომადგენლრბს.
  • მისიის ფარგლებში ექსპერტები საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეასაც ესტუმრნენ. მარტინ ფინიგენმა და თეა სიფრაშვილმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ კოლეჯის მენეჯმენტს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს. ექსპერტები კერძო კოლეჯების ასოციაციის პოზიციით და ხედვებითაც დაინტერესდნენ. 

 

 

© Copyright 2020 College Panacea