სიახლეები

13:10 / 30 ოქტ. '19
განათლება დასაქმებისთვის

 2019 წლის 29 ოქტომბერს, გლდანის პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა ევროკავშირის პროექტის „Skills4Jobs“ მე-2 ფაზის წარდგენის ღონისძიება,

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში - მიხეილ ჩხენკელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, ევროპის განათლების ფონდის დირექტორი - ჩეზარე ონესტინი, განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია, ამავე სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი - მარინა ბეზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გუგული მაღრაძე, ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პრაქტიკოსი ექთნის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა: ნინო მეტრეველმა და თამარ თურმანიძემ პირველადი გადაუდებელი დახმარების მაგალითების დემონსტრირება მოახდინეს, რასაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ სკოლის მოსწავლეები.

© Copyright 2020 College Panacea