გალერეა
11 ოქტომბერი 2013
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია

 

მთავარი
სიახლეები
12:40 / 20 თებ. '19
მოკლე ციკლის (ასოცირებული ხარისხი) საგანმანათლებლო პროგრამა

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 საფეხურის ახალი პროგრამები შეიმუშავეს. პროგრამების განხილვის მიზნით,2019 წლის 19 თებერვალს, სასტუმრო „რუმსში“. დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე.
მოკლე ციკლის (ასოცირებული ხარისხი) ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. მისი მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური ცოდნის და უნარების მქონე პროფესიონალების მომზადება.
პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ექნებათ კრედიტების აღიარებით, სწავლა გააგრძელონ საბაკალავრო პროგრამაზე ან, სამუშაო ბაზარზე გავიდნენ, სადაც ამ საფეხურის შესაბამის მაღალ კვალიფიკაციებზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არსებობს, როგორც ადგილობრივად ისე ევროპაში. ახალი პროგრამების დანერგვა 2020 წლიდან არის დაგეგმილი.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-05-13 17:33:23