გალერეა
11 ოქტომბერი 2013
მემორანდუმი ყაზახეთის სამედიცინო კოლეჯთან

 

მთავარი
სიახლეები
11:00 / 29 მაი. '18
საინფორმაციო შეხვედრა შიდა მხარდაჭერის ჯგუფებთან

 24 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა შიდა მხარდაჭერის ჯგუფების ფუნქციონირების შესახებ იმ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც 2017 წლის მეორე ნახევრიდან მიიღეს ავტორიზაცია ან/და დაიმატეს ახალი მოდულური პროგრამა. 
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო მოდულური პროგრამების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფების ფუნქციებისა და მხარდაჭერის კითხვარების გაცნობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და პრაქტიკული უნარების განვითარება. შეხვედრაზე საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას შიდა მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელმა ქ-მა ხათუნა მაისიამ წარადგინა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2018-12-24 13:10:37