სიახლეები

19:03 / 18 მარ. '12
ტრენინგი - „არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება“

 
ბაკურიანში, 15-18 მარტს,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“. ტრენინგზე ცენტრის  წარმომადგენლებმა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო  საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების რეკომენდაციების პროექტი,   მასში შესატანი ცვლილებები და დამატებების მომზადება-გათვალისწინების საკითხები.  აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ წარმომადგენლებმა: დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძემ და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა დალი კალაძემ.

© Copyright 2020 College Panacea