გალერეა
24 დეკემბერი 2018
საახალწლო ღონისძიება

 

მთავარი
სიახლეები
08:00 / 22 მარ. '17
ვიზიტი პარტნიორ კლინიკაში -პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

 საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ხელმძღვანელები ბ-ნი ვასილ კიკნაძე და ქ-ნი მაია ჩიხლაძე ბებიაქაალის პროგრამის პროფესიული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით ეწვივნენ პარტნიორ კლინიკას -პინეოსამედიცინოეკოსისტემას. შეხვდნენ კლინიკის ხელმძღვანელს ბ- ნ ზაზა სინაურიძეს, კლინიკის უფროსს ექთანს ირმა მოდებაძეს. ბ-მა ზაზამ ისაუბრა კლინიკის უნიკალურობაზე,„ასეთი გაერთიანება უნიკალურია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის, რამეთუ განსაზღვრულია სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებმა თავად განავითარონ თავიანთი მიმართულებები კლინიკაში. შესაბამისად, კლინიკის განვითარების პირველ ეტაპზე განსაზღვრულია როგორც სამშობიაროს, ასევე ნევროლოგიის, უროლოგიის, დიაგნოსტიკის (მათ შორის ლაბორატორიული, რადიაციული და სხვა ინოვაციური დიაგნოსტიკური მეთოდების), ნეონატოლოგიის მიმართულებების გაფართოება.“ აღნიშნა მან. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმ ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას, რომლებიც გააძლიერებენ ბებიაქალის პროგრამაზე სწავლის მსურველების მოზიდვას, რადგანაც ისე, როგორც არასოდეს დღეს ჯანდაცვის სისტემა მტკივნეულად განიცდის ახაგაზრდა ბებიაქალების დეფიციტს. სტუმრებმა დაათვალიერეს ახლადგარემონტებული კლინიკის ინფრასტრუქტურა და აღნიშნეს, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დასასრულს დაიგეგმა შეხვედრა უახლოეს მომავალში დასახული გეგემების განსახორციელებლად.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07