სიახლეები

10:22 / 10 ნოე. '16
ტურინის პროცესის რეგიონალური კონფერენცია

6-8 ნოემბერს  ჩატარდა ,,ტურინის პროცესის“ რეგიონული კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოში იმყოფებოდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები. ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის პასუხი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და სურვილებზე, ,,ტურინის პროცესი“ აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესს პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით და აყალიბებს რეკომენდაციებს შემდგომი პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.კონფერენციას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეი  პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე.

© Copyright 2020 College Panacea