გალერეა
4 ივლისი 2013
პროფესიული ორიენტაციის ტრეინინგი

 

მთავარი
სიახლეები
11:25 / 15 აპრ. '16
პროფესიული განათლების ფესტივალი
მიმდინარე წლის 15 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში „ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც კერძო კოლეჯების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის მონაწილეობდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სტუდენტი ანა ალმაზოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს პროფესიული კავშირების, ქვემო ქართლისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიება ასევე მიზნად ისახავდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. კერძო კოლეჯების წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის მოსახლეობას გააცნეს პროფესიული განათლების როლი, მნიშვნელობა და იმ საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიების სპექტრი, რომელსაც განათლების ეს სეგმენტი სთავაზობს მათ.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2018-12-24 13:10:37