განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვთარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაიწყო დასანერგი მოდულური პროგრამების განხილვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
21 მაისს განხილული იყო ექთნის თანაშემწის და პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამები, რომელიც წარმოადგინა აღნიშნული პროგრამების ფასილიტატორმა (საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელმა) დალი კალაძემ.