სიახლეები

22:39 / 23 ივნ. '14
სტუდენტების ვიზიტი ფინეთში
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ სტომატოლოგიური კლინიკა „საპარუსის“ ხელმძღვანელის კიმ საფაროვის და ფინური კომპანია PLANMECA-ს ორგანიზებით, 2014 წლის 2 ივნისს კბილის ტექნიკოსის პროფესიული პროგრამის მეხუთე საფეხურის სტუდენტები გიორგი კაციაშვილი, ალექსანდრე ჯინჯიხაძე და გოგიტა პაიჭაძე ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაემგზავრნენ CAD/CAM ტექნოლოგიების დასაუფლებლად. CAD/CAM ტექნოლოგია ეს არის ნოვაცია სტომატოლოგიურ სივრცეში, მისი საშუალებით შესაძლებელია ყოველგვარი ანაბეჭდების გარეშე ადამიანის კბილებისა და სახის ციფრული სკანირება 3D (სამგანზომილებიანი) და 2D (ორგანზომილებიანი) სკანირების საშუალებით. მათ სკანირების გარდა აქვთ პროგრამული მხარე, რისი მეშვეობითაც ხდება შემდგომ დასკანირებული კბილების პროგრამულად დამოდელირება და მათი დამზადება-გამოჩარხვა. კომპიუტერის დახმარებით შესაძლებელია მიღებულ კარკასს დავადოთ ფაიფური ან გავაპრიალოთ ჩანართი და დავუმაგროთ პაციენტს პირის ღრუში. კოლეჯის დირექციის უშუალო მხარდაჭერით, ეს იყო სტუდენტებისთვის უმაღლესი დონის პრაქტიკული სწავლების განხორციელება, ისინი ფინეთიდან დაბრუნდნენ სავსე შთაბეჭდილებებით, ასეთმა მასშტაბურმა ღონისძიებამ უდიდესი გავლენა იქონია მათ პროფესიონალიზმზე. საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ კვლავაც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების მოწყობას, მაღალი კვალიფიკაციის კბილის ტექნიკოსების მოსამზადებლად, რაც უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.

© Copyright 2020 College Panacea