გალერეა
19 ივნისი 2013
პროექტების მართვის ტრეინინგი

 

მთავარი
სიახლეები
22:56 / 26 აპრ. '14
პირველობა მკლავჭიდში
„სტუდენტური დღეები-2014-ის“ ფარგლებში 25 აპრილს მკლავჭიდში საქართველოს კერძო კოლეჯების პირველობა შედგა. შეჯიბრებაში 6 კოლეჯის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. პირველობა საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ჩატარდა, რომელმაც ტურნირი კვალიფიციური მსაჯებით და პროფესიონალური ინვენტარით უზრუნველყო. შეჯიბრებას საქართველოს ბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა. აბსოლუტურ პირველობაში ვაჟებს შორის ლაშა ჯოხაძემ (საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა), ხოლო გოგონებს შორის ნაზი ფილიშვილმა (SBA) გაიმარჯვეს და საკუთარ კოლეჯებს ჩემპიონის თასები მოუპოვეს. 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ლაშა ჯოხაძე (პანაცეა)- პირველი ადგილი გიორგი რევაზიშვილი (საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის ს/კ)- მეორე ადგილი დავით ჯაჭვლიანი (SBA) - მესამე ადგილი 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში (მარცხენა ხელით): გიორგი ბერიაშვილი (საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის ს/კ)- პირველი ადგილი გიორგი რევაზიშვილი (საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის ს/კ)- მეორე ადგილი ქრისტე სუჯაშვილი (SBA) - მესამე ადგილი 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში (მარჯვენა ხელით) ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: იბრაგიმ ასკეროვი (მარნეულის სამედიცინო კოლეჯი)- პირველი ადგილი ქრისტე სუჯაშვილი (SBA) - მეორე ადგილი გიორგი ბერიაშვილი (საპატრიარქოს კოლეჯი)- მესამე ადგილი 80+ წონით კატეგორიაში: ბექა ასრათაშვილი (საგარეჯოს ი. ჭავჭავაძის ს/დ)- პირველი ადგილი ლაშა რევაზოვი (საგარეჯოს ი. ჭავჭავაძის ს/დ)- მეორე ადგილი გოგონებს შორის: ნაზი ფილიშვილი (SBA) - პირველი ადგილი თეონა შუკვანი (SBA) - მეორე ადგილი კოლეჯების წარმომადგენელთა მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით გამოვლინდნენ შეჯიბრებაში გამაჯვებული საგანმანათლებლო დაწესებულებები: პირველი ადგილი- საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“; მეორე ადგილი- საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი; მესამე ადგილი- საგარეჯოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საგანმანათლებლო დაწესებულება. სტუდენტური დღეები 2014-ის ფარგლებში მარნეულში უკვე ჩატარდა ქართული ენის დღე, 30 აპრილს ნარდში გაიმართება ასოციაციის პირველობა, ხოლო 2 მაისს მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყება. სტუდენტურ დღეებს მაისის ბოლოს ქორეოგრაფიული ფესტივალი დაასრულებს

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13