გალერეა
8 ოქტომბერი 2018
სასწავლო კურსი ზრუნვის სფეროში-„ქრონიკული ჭრილობების მართვა“

 

მთავარი
სიახლეები
11:49 / 15 აპრ. '14
საქველმოქმედო აქცია
13 აპრილს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს რამოდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას თანამშრომლები და სტუდენტები ესტუმრნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს და პატარებს გადასცეს საჩუქრები. თბილისში, აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის" ბენეფიციარებთან . ასოციაციისა და „SOS ბავშვთა სოფლის" წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ღონისძიებით ჩაეყარათ საფუძველი თანამშრომლობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარებასა და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13