გალერეა
1 ივლისი 2012
შეხვედრა განათლების და დასაქმების მინისტრებთან

 

მთავარი
სიახლეები
01:15 / 22 მარ. '14
კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი
21 მარტს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ წარადგინა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 2013 წლის მუშაობის ანგარიში, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას კერძო კოლეჯების არსებული მდგომარეობის, წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, კერძო კოლეჯების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. ჩატარდა გამგეობის, ასოციაციის პრეზეიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. დამტკიცდა ასოციაციის შიდა სტანდარტები. ასოციაციის პრეზიდენტმა მაია ჩიხლაძემ 2014 წლის პრიორიტეტებზე და ასოციაციის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ღონისძიების დასასრულს ასოციაციის პრეზიდენტმა კოლეჯებს იმ ტრეინინგებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა, რომლებიც გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის პირველ კვატრალში ჩატარდა. ფორუმს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების, სოციალური პარტნიორების, გერმანიის საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები დაესწრენ. ფორუმისათვის სპეციალურად იყვნენ ჩამოსული გერმანიის ფადერციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს სამხრეთ კავკასიის პარტნიორობის პროექტის ხელმძღვანელები. ფორუმის მუშაობაში 100-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-03-11 08:58:34