მიმდინარე წლის 10 დეკემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა ლექცია თემაზე – კანის მოვლა აკნეს და კანის სიმშრალის დროს. გამოცდილმა დერმატოლოგმა ნინო ორახელაშვილმა საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სტუმრებმა კომპანია ავერსის ხელშეწყობით დამსწრე საზოგადოებას გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.

