სიახლეები

13:40 / 13 ოქტ. '13
ყაზახების ვიზიტი

ამა წლის 6-12 ოქტომბერს  „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ“ უმასპინძლა ყაზახეთის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციის წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ბიზნესის აკადემიაში პირველი შეხვედრა შედგა ასოციაციის გემგეობის წევრებთან. ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია პროფესიული განათლების მდგომარეობის შესახებ. სტუმრებმა  სხვა კერძო კოლეჯებთან ერთად მოინახულეს საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“, სადაც კოლეჯის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ  დაათვალიერებინა კოლეჯის ინფრასტრუქტურა და მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესიშესახებ. სტუმრები შეხვდნენ კოლეჯის  პერსონალსა და სტუდენტებს.
ყაზახეთის დელეგაციას შემოუერთდნენ გერმანიის, ჰამბურგის კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციის პრეზიდენტი ჰანს გერტნერი და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი კერიმ მიქაილოვი.
ვიზიტის ფარგლებში შედგა  შეხვედრები კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ასევე  მოეწყო ექსკურსიები და კულტურული ღონისძიებები.

© Copyright 2020 College Panacea