2024 წლის 21 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ესტუმრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს კონსულტანტი, მარტინ დაიგნანი,რომელიც მუშაობს საექთნო საქმის განვითარების საკითხებზე ევროპის რეგიონის ქვეყნებში და ქალბატონი რუსუდან კლიმიაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების კოორდინატორი.
მარტინ დაიგნანის კოლეჯში სტუმრობისას განხილულ იქნა საკითხები ,რომელიც ეხება საექთნო საქმის განვითარებას საქართველოში, ექთანთა განათლებასა და დასაქმების პერსპექტივებს.