სიახლეები

12:19 / 08 ივნ. '20
ტრენინგი თემაზე: შექმენი უსაფრთხო გარემო

 საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, 2020 წლის 6 ივნისს, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციები პროფესიული საგანმანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით“.

შეხვედრას კერძო და საჯარო კოლეჯების 150 ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრას უძღვებოდა შრომის სამართლისა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტი მიხეილ კორძახია.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა მიწოდებული ინფორმაცია,რეკომენდაციის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ჩატარდა პრაქტიკული სწავლებები.

დაწესებულებებს მიეწოდათ წინასწარ შემუშავებული მასალები.

შეხვედრაზე იდენტიფიცირდა გამოწვევა, რომელიც ორმეტრიანი დისტანციის დაცვას უკავშირდება,
რაც სწავლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

აღნიშნული ღონისძიება თავისი აქტუალობიდან გამომდინარე საქართველოს პირველმა არხმა გააშუქა.

 

© Copyright 2020 College Panacea