სიახლეები

20:03 / 09 ივნ. '19
ახალ პროექტი - „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება"

 საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი დაესწო შეხვედრას, რომელსაც ახალ პროექტს - „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას“ ეხებოდა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბრიტანეთის მთავრობის "კარგი მმართველობის ფონდის (GGF)" ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით განხორციელდება.

პროფესიული განათლების სისტემაში მსგავსი მასშტაბის პროექტი პირველად ხორციელდება და იგი მიზნად ისახავს პროფესიულ მასწავლებელთა კარიერული განვითარების ხელშეწყობას, მამოტივირებელი მექანიზმების შემუშავებას, ახალი კადრების სისტემაში მოზიდვას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, სამინისტროს ძალისხმევა სრულადაა მიმართული სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, რაც სწავლა/სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

 

© Copyright 2020 College Panacea