4 მაისს სასტუმრო „იოტა“-ში შედგა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი, სადაც ასოციაციის წევრ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის ფრაქცია სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე ბ-ნი გია ჟორჟოლიანი, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი ირინა წეროძე, და მისი მოადგილე ქ-ნი თამარ სამხარაძე , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი მარი ბეზარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნი თამარ მახარაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბ-ნი კახაბერ ერაძე, ასოციაციის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა დაინტერესებული პირები.
ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობა; ფორუმზე პროფესიული განათლების 2020-2022 წლების ხედვის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქ-მა ირინა წეროძემ.
გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. საერთო კრებამ ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩია:
• ია ერაძე -საქართველოს ბიზნესის აკადემია „SBA”
• მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა
• ნინო გომელაური- მარნეულის კოლეჯი
• გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი გეორგია
• შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი
• მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი „ნატალი აკადემია“
• რაინდი ლომაია-საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი
ახლადარჩეულმა გამგეობამ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩია ქ-ნი ია ერაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ ქ-ნი მაია ჩიხლაძე და ქ-ნი ნინო გომელაური.
დამსწრე საზოგადოებამ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვიცე- პრეზიდენტებს და გამგეობის წევრებს წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.