სიახლეები

08:54 / 06 თებ. '19
პრეზენტაცია პროფესიული განათლების მიმართულებით


2019 წლის 4 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიწვევით გაიმართა მინისტრთან, ბ-ნ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა, რომლის მიზანიც გახლდათ დამსწრე საზოგადოებისთვის წარედგინათ უახლოეს წლებში პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი ღონისძიებები.
მინისტრმა და პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ირინა წეროძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია ზრდასრულთა გადამზადების, ბიზნესთან ურთიერთობის, დუალური განათლების შესახებ. აგრეთვე აღნიშნეს, რომ 2020-21 წლებში ამოქმედდება პროფესიული კონსულტაციის სერვის ცენტრები და სტარტაპ პროექტები, რაც კვალიფიცირებული კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

© Copyright 2020 College Panacea