სიახლეები

08:31 / 13 ივლ. '18
პოლონეთში ვიზიტი

     2018 წლის ივნისში საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას დირექტორი ვასილ კიკნაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დალი კალაძე და კონსულტანტი თამილა ბერიძე პოლონეთის ჯანმრთელობის და სპორტის ფუნდაციის მიწვევით მონაწილეობდა საერთაშორისო სემინარში „ისწავლე და დასაქმდი პოლონეთისა და ევროკავშირის ქვეყნებში“ ქ.  უსტრონში.  სემინარში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინის, ბელორუსიის და მოლდოვას კოლეჯის წარმომადგენლები.

    სემინარზე მოისმინეს პრეზენტაცია „საექთნო განათლება საქართველოში გუშინ, დღეს, ხვალ“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

     გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოევრივი კოლეჯი პანაცეა 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის განხორციელებას პოლონეთში.

© Copyright 2020 College Panacea