განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საექთნო მიმართულების ქართველი და გერმანელი სტუდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სტუდენტები ესწრებოდნენ.
მათ ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში გერმანელი და ქართველი სტუდენტები ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში მოქმედ პროგრამებს გაეცნენ. ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა კელნერმა წარმოადგინა პრეზენტაცია გერმანიაში, პროფესიული განათლების სისტემაში საექთნო განათლების როლისა და ადგილის შესახებ.
შეხვედრაზე ფარგლებში ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ისაუბრეს სწავლა-სწავლების პროცესის თავისებურებებზე, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება, მათ შორის სტუდენტთა როლი და ჩართულობის მექანიზმები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განხორციელებაში.