18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. შეხვედრას საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას შიდა მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნი ხათუნა მაისაია ესწრებოდა.
შეხვედრა ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარებას.
შეხვედრის ბოლოს ცენტრის წარმომადგენლებმა დაწესებულებებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.