2016 წლის 9 ივნისს ქალაქ ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მასწავლებელთა და სტუდენტთა პირველი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას მასწავლებელმა ქ-მა ია გელენიძემ და სტუდენტმა სოფიკო ჭელიძემ. ისინი საზოგადოების წინაშე ძალიან საინტერესო თემებით წარსდგნენ და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
კონფერენციის პარალელურად გაიმართა პროფესიული განათლების ფესტივალი, საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლებმა კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები, საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები და სტუდენტთა ნამუშევრები წარმოადგინეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს პროფესიული კავშირის და საქართველოს დამსაქმებელთა ასოიაციის წარმომადგენლები.