სიახლეები

11:21 / 06 თებ. '16
მასწავლებლებმა პედაგოგიური გზამკვლევის სამუშაო ვერსია განიხილვა

 2016 წლის 5 თებერვალს სასტუმრო Rooms hotel-ში პროფესიული განათლების მასწავლებლებმა პედაგოგიური გზამკვლევის სამუშაო ვერსია განიხილეს. სამუშაო შეხვედრას განათლების ექსპერტებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიმარტა და დაზუსტდა სახელმძღვანელოში შეტანილი ყველა ის საკითხი, რომელიც დამატებით განმარტებას საჭიროებდა. 
გზამკვლევის შექმნის მეთოდოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს გაეროს პროფესიული განათლების განვითარების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდა გზამკვლევის შემუშავების პროცესში უცხოელ ექსპერტთა ჩართვა. 
პროფესიული განათლების მასწავლებლის პედაგოგიური გზამკვლევი თებერვლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჯარო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული გზამკვლევის დახმარებით, შედეგზე ორიენტირებულად დაგეგმონ და წარმართონ სასწავლო და პრაქტიკული მეცადინეობები.

© Copyright 2020 College Panacea