სიახლეები

10:38 / 02 თებ. '16
დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლების და გერმანელი სტუმრების ვიზიტი

 2016 წლის 20-21 იანვარს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები  და გერმანელი  სტუმრები ეწვივნენ.  დაათვარიელეს პრაქტიკის ბაზები, დაესწრნენ  პრაქტიკულ მეცადინეობას, შეხვდნენ კოლეჯის დასაქმებულ კურსდამთავრებულებს, გაესაუბრნენ კლინიკების მენეჯერებს. ასევე მოინახულეს დაწესებულების თეორიული სწავლების გარემო. შეხვდნენ კოლეჯის ხელმძღვანელობას, ისაუბრეს პროფესიული განათლების სივრცეში მიმდინარე რეფორმაზე,  დაინტერესდნენ მოდულური პროგრამის განხორციელების პროცესით.

 მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.

© Copyright 2020 College Panacea