სიახლეები

14:08 / 17 დეკ. '14
კონფერენცია წყალტუბოში.
მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს ქ. წყალტუბოში გაიმართა წლის შემაჯამებელი შეხვედრა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. იყო განხილვა, გამოცდილების გაზიარება და შემდგომი პრიორიტეტების გამოკვეთა. 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენება გააკეთა გერმანიის მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის ინტეგრირებულმა ექსპერტმა პროფესიული განათლების სფეროში მარიო რადომსკიმ. ჯგუფებმა იმუშავეს თემაზე: მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, ძირითადი პრობლემები და მომავალი წლის პრიორიტეტების გამოვლენა. აღნიშნული კონფერენციის მიმდინარეობაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

© Copyright 2020 College Panacea