სიახლეები

00:57 / 05 დეკ. '14
ტორინოს პროცესის რეგიონული კონფერენცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში 3 და 4 დეკემბერს ჩატარდა ტორინოს პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი რეგიონული კონფერენცია, რომელიც განათლების ევროპული ფონდის (ETF) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციას 6 პარტნიორი ქვეყნის, ასევე, ევროკომისიის, განათლების ევროპული ფონდისა (ETF) და პროფესიული მომზადების განვითარების ევროპული ცენტრის (CEDEFOP) 60-მდე დელეგატი დაესწრო. მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, სტატისტიკის ეროვნული კომიტეტების, სხვა სახელმწიფო უწყებების, პროფესიული სასწავლებლების,(მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენელი) სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.

© Copyright 2020 College Panacea