სიახლეები

13:36 / 06 მარ. '14
შეხვედრა სამედიცინო ქსელი „ევექსის“ ხელმძღვანელებთან

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების ხელმძღვანელები, რომლებიც ახორციელებენ ჯანდაცვის პროგრამებს,  შეხვდნენ საქართველოში ყველაზე დიდ სამედიცინო ქსელი „ევექსის“ („ალდაგი ბისიაი“) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბატონ გიორგი ფხაკაძეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ევექსი“ მართავს 36 მაღალი სტანდარტების კლინიკას თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში: კახეთი; აჭარა; იმერეთი; სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთში. ხაზი გაესვა ფაქტს, რომ კომპანია მზარდია და მიუხედავად იმისა, რომ ქსელში დასაქმებულია 7000-მდე ადამიანი, უკვე გამოიკვეთა საკმაო რაოდენობის მოთხოვნა საექთნო კადრებზე. კომპანიის სახელით ბატონმა გიორგიმ კოლეჯების წარმომადგენლებს შესთავაზა თანამშრომლობა საექთნო კადრების მომზადებასთან დაკავშირებით, რისთვისაც გამოყენებული იქნება კლინიკების ბაზები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონებში მოქმედი კერძო კოლეჯებისთვის. კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოხატა მზაობა ჩაერთოს, როგორც პრაქტიკის, ასევე თეორიულ სასწავლო პროცესში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: „ევექსის“ ქსელის საექთნო სამსახურის უფროსი ქალბატონი თამარ დაუსი და კოლეჯების : პანაცეა, ორიენტირი, პირველი სამედიცინო სასწავლელი, მარნეულის სამედიცინო კოლეჯისა და ბარაკონის წარმომადგებლები.

© Copyright 2020 College Panacea