Back

Privacy Policy

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, განათლება, სასურველი პროგრამა) მუშავდება შპს ,,საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა”-ს, ს/კ 40023595, info@panacea.edu.ge) მიერ, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და პოტენციურ პროფესიულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, პოტენციური პროფესიული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის ანალიზისა და ტენდენციების განსაზღვრის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.GE) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სისტემაში (naec.ge) რეგისტრაციის პროცესში პოტენციური აპლიკანტის მხარდაჭერის მიზნებისათვის, თქვენი განცხადების განსახილველად და კოლეჯის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.

განაცხადის ფორმის შევსება ნებაყოფლობითია. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამ ფორმის შევსების გარეშეც დარეგისტრირდეთ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.GE) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სისტემაში (naec.ge). კოლეჯის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად და თქვენთვის მომსახურების გასაწევად, კოლეჯში ჩარიცხვამდე პერიოდში, განაცხადში მითითებულ ნომერზე კოლეჯი დაგიკავშირდებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნის ან/და სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, ჩარიცხვის პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერისათვის.

თქვენ უფლება გაქვთ, საგაზაფხულო ან/და საშემოდგომო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან მიმართებით გაცემული თანხმობა ნებიმიერ დროს გამოითხოვოთ (მათ შორის ნაწილობრივ) კოლეჯისათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით.

თქვენს მიერ განაცხადის ფორმაში მითითებული მონაცემები კოლეჯში ჩარიცხვის შემთხვევაში ინახება კოლეჯისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით.

კოლეჯში ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, განაცხადის ფორმის შენახვის გზით თქვენი მონაცემები აღარ მუშავდება.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები გარანტირებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კოლეჯის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით:

შპს ,, მონაცემთა დაცვის გუნდი“, info@dpt.ge

ყურადღება

საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში