
სამუშაო ვიზიტი ექთნების საერთაშორისო საბჭოს (ICN) შტაბბინაში, ჟენევაში
მიმდინარე წლის 12–15 იანვარს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მონაწილეობდა სამუშაო ვიზიტში ექთნების საერთაშორისო საბჭოს (ICN) შტაბბინაში, ჟენევაში, ორგანიზებული ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების მიერ. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აღნიშნულ ვიზიტში იყო წარმოდგენილი როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო ორგანიზაცია.
აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობა მიიღო საექთნო საქმის პროგრამის ხელმძღვანელმა ლეილა ვოსკანიანმა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Chief Nursing Officer (CNO) — საექთნო და მეანი ექთნების მთავარ ოფიცერთან. განხილული იქნა საექთნო განათლების საერთაშორისო სტანდარტები, პროფესიული ლიდერობის განვითარება და ექთნებისა და სამეანო პერსონალის როლი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საექთნო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას, პალიატიურ და გრძელვადიანი ზრუნვის პრაქტიკას, ასევე პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მსგავსი აქტივობებით უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ საექთნო განათლებას.










