
AI აკადემია და საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა
უპრეცედენტო მასშტაბის ინოვაციური ნაბიჯი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში!
AI აკადემია და საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აერთიანებენ რესურსებს და ერთობლივი ძალისხმევით თბილისში ხელოვნური ინტელექტის ჰაბს ქმნიან.
მხარეებს შორის უკვე ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. AI კურსების დაწყებამდე, აკადემიისა და კოლეჯის წარმომადგენლებმა სამუშაო გარემოში, უშუალოდ ადგილზე განიხილეს და გაიარეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა საჭირო დეტალი, რათა პროექტი მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს.




თეგი:WordPress



